სსიპ
საგარეჯოს #3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების „მკითხველთა კლუბი“
14-03-2018წ
სსიპ
საგარეჯოს #3 საჯარო სკოლაში მუშაობას იწყებს
„მკითხველთა კლუბი“. მეცადინეობები
ჩატარდება კვირაში ერთხელ 2017-2018 სასწავლო
წლის მეორე სემესტრის განმავლობაში. წრეში გაერთიანება ნებაყოფლობითია და მიიღებიან
დაწყებითი კლასების (I-IV) მოსწავლეები.
კლუბის ხელმძღვანელი: ლიზა სონიშვილი
დაწყებით
კლასებში გააზრებული კითხვის სწავლებას უდიდესი როლი ენიჭება მოსწავლის შემდგომი განვითარებისთვის,
გააზრებული კითხვა დაეხმარება მას სწავლების შემდგომ საფეხურზე გაუადვილდეს სხვადასხვა დისციპლინების აღქმა-გაგება-გააზრება.კითხვის
უნარის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს უნარები განაპირობებენ
პიროვნების აკადემიურ თუ პროფესიულ წარმატებას
მთელი კარიერის მანძილზე.
კითხვის პრობლემებთან დაკავშირებით, სსიპ საგარეჯოს #3 საჯარო სკოლაში ვატარებ კვლევას.
„კითხვის პრობლემები დაწყებითი კლასის მოსწავლეებში
და არსებული პრობლემების გაუმჯობესების გზები“
რომელიც მიმდინარეობს 2017-18 სასწავლო წლის განმავლობაში,
გრძელდება ოთხ თვეს.(თებერვალი-მაისი). კვლევაში ჩართულნი არიან მოსწავლები,
მასწავლებლები და მშობლები.
კვლევის მიზანია, დაწყებით კლასებში მოსწავლეებში არსებული კითხვის პრობლემების შესწავლა
და პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზების გამონახვა.
კვლევის საფუძველი გახდა დიაგნოსტიკური
ტესტების ჩატარება მე-3 კლასში. დიაგნოსტიკურმა ტესტებმა მიჩვენა რომ, მოსწავლეებს
ჰქონდათ კითხვის პრობლემები.(გამართულ-გაწაფული კითხვა, ლექსიკური მარაგი, ასევე პრობლემები ჰქონდათ საინფორმაციო
ტექსტის გაგება-გააზრებაში)
აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, გადავწყვიტე სკოლაში დამეარსებინა დაწყებითი კლასების „მკითხველთა კლუბი“.
სსიპ საგარეჯოს #3 საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების
„მკითხველთა კლუბი“
კლუბის
ხელმძღვანელი: ლიზა სონიშვილი დაწყებითი კლასების პედაგოგი, უფროსი მასწავლებელი.
მიზნები:
·
დაეხმაროს მოსწავლეებს წაკითხული ტექსტის გაგება -გააზრებაში;
·
მოსწავლეებმა
შეძლონ ტექსტში დასმული პრობლემის გამოკვეთა;
·
განუვითაროს
არგუმენტირებული მსჯელობის, ლოგიკური
აზროვნების და შემოქმედებითი უნარები.
·
მოსწავლეებმა
შეძლონ წაკითხული ტექსტის ანალიზი, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში;
·
დაეხმაროს მოსწავლეებს პრეზენტაციის მომზადებასა და
წარდგენაში;
კონცეფცია
მსოფლიოს
თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო სისტემაში გაწაფული და გააზრებული კითხვა სწავლების
ერთ-ერთი შემადგენილი ნაწილია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. კითხვის უნარ
ჩვევების განვითარება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია მოსწავლისთვის , განსაკუთრებით
დაწყებითი კლასის მოსწავლეებში.
როგორც ერთ-ერთ სტატიაში (<დაწყებითი, ემერჯენტული
წიგნიერება>-„კითხვის ეფექტური მეთოდები“- მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისეროვნული ცენტრი
2013) ვკითხულობთ მკვლევარების აზრით, გამართული, გაწაფული-კითხვის
ეფექტურობა დამოკიდებულია მოსწავლეების ასაკზე.
კითხვის პრობლემებს განსაკუთრებულად
ყურადღება დაწყებითი საფეხურის ასაკში უნდა მიექცეს.
„მკითხველთა კლუბი“ ხელს შეუწყობს მოსწავლეებს
წიგნიერი გარემოს შექმნაში, რადგან ყველა მკვლევარი
თანხმდება,რომ ადრეულ ასაკში წიგნიერების განვითარების
ძირითადი ასპექტი არის წიგნიერი გარემო. როდესაც უფროსები ბავშვებს უკითხავენ წიგნებს,
ან როცა ბავშვები ხედავენ, რომ მშობლები თავად კითხულობენ, მათაც ბუნებრივი ინტერესი
უჩნდებათ დაწერილის მიმართ. ასე, რომ „მკითხველთა კლუბი“ დაეხმარება ბავშვს დადებითად განეწყოს კითხვისა
და წერისადმი.
როდესაც ადრეულ ასაკში წიგნიერების განვითარებასა
და კითხვის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ გაგება-გააზრების კომპონენტი.
გაგება გააზრება არის წაკითხული ტექსტის, მოსმენილი ინფორმაციის, სიტყვების, წინადადებების და მათი კომბინაციების მნიშვნელობის კონსტრუირების
პროცესი. ამ უმნიშვნელოვანესი სააზროვნო უნარის
განვითარებაში რომ დავეხმაროთ, ხშირად უნდა ჩავრთოთ ბავშვი გაგებაზე ორიენტირებულ თამაშებსა
თუ აქტივობებში. ერთი შეხედვით თამაშმა, რომელიც ხატვას, გაფერადებას,
ფერებთან მუშაობას, თვლისა და ანგარიშის, საკუთარი დამოკიდებულებების შესახებ
საუბრის ელემენტებს შეიცავს, შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ბავშვების წიგნიერ ადამიანად ჩამოყალიბებაში.სწორედ
ამგვარი თამაშები და წიგნთან ურთიერთობა, რომლებსაც დაეუფლებიან „მკითხველთა კლუბი“ ს მუშაობის პროცესში, დაეხმარება
მათ წიგნიერ ადამიანად ჩამოყალიბებაში.რაც
,მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ შემდგომ წარმატებებს ცხოვრებაში.
„მკითხველთა კლუბი“ ს წევრები
I კლასი -8 მოსწავლე
II კლასი-6 მოსწავლე
III კლასი- 9 მოსწავლე
IV კლასი-7 მოსწავლე
სულ-30 მოსწავლე
„მკითხველთა კლუბი“ ს პროგრამა
#
|
შეხვედრის დრო
|
სამუშაო პროგრამა
|
შენიშვნა
|
1
|
14-03-2018
|
კლუბის მუშაობის მიზნების და თემატიკის გაცნიბა.
|
|
2
|
21-03-2018
|
მოსწავლეთა დიფერენცირება კლასების მიხედვით; ჯგუფების სახელწოდების
შერჩევა. ბიოგრაფუილი ტექსტის გაცნობა -იაკიბ გიგებაშვილი „ბურჯი ეროვნებისა“ მინი
-დისკუსია
|
|
3
|
28-03-2018
|
-იაკიბ გიგებაშვილის მოთხრობების კითხვა: I კლასი
-კეთილი ამხანაგები; II კლასი- „მელია და თხა“; III კლასი-„დათვის და გლეხის ამხანაგობა“; IVკლასი-”მელია და წერო“; პრეზენტაცია. როლების განაწილება. მკითხველთა თეატრი.
|
|
4
|
04-04-2018
|
სტუმრობა საგარეჯოს საბავშო ბიბლიოთეკაში. მოსწავლეთა გაწევრიანება საბავშო ბიბლიოთეკაში.
|
|
5
|
11-04-2018
|
ბიოგრაფუილი ტექსტის გაცნობა-სულხან-საბა ორბელიანი.
კითხვა-პასუხი;
|
|
6
|
18-04-2018
|
სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ გაცნობა.
იგავების კითხვა: I კლასი
-„კუ და მორიელი“; II კლასი- „ლომი და კატა“; III კლასი-„ორი ძმა“; IVკლასი-”ენით დაკოდილი“; პრეზენტაცია.
სტრატეგია -„ცხელი სკამი“
|
|
7
|
25-04-2018
|
გავეცნოთ საქართველოს ისტორიას „ მეფე დავით IV- აღმაშენებელი“-ისტორიული ჟანრის
ნაწარმოების წაკითხვა. მსჯელობა. დისკუსია.
|
|
8
|
02-05-2018
|
საბიბლიოთეკო კვირეულთან დაკავშირებით, საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკის (საბავშვო განყოფილება) შეხვედრის მოწყობა. -საუბარი - თემაზე : „სულხან-საბა ორბელიანის ბავშვობა, ცხოვრება და მოღვაწეობა"
|
|
9
|
10-05-2018
|
გავეცნოთ საქართველოს ისტორიას „
თამარ მეფე “-ისტორიული ჟანრის ნაწარმოების წაკითხვა. მსჯელობა. დისკუსია.
|
|
10
|
16-05-2018
|
თბილისის დაარსება „მეფე ვახთანგ გორგასალი“
|
|
11
|
23-05-2018
|
კედლოს გაზეთის გაკეთება „ნაწყვეტი საქართველოს ისტორიიდან“
|
|
12
|
30-05-2018
|
„დიდი წიგნების „ დამზადება
|
|
13
|
06-06-2018
|
საინფორმაციო ტექსტის გაცნობა „ გადაშენებული ცხოველები“- I - II კლასები; „ახალი კუნძული“-
III-IV კლასი.
|
|
14
|
13-06-2018
|
შემაჯამებელი შეხვედრა
|
საგარეჯოს #3 საჯარო სკოლაში 14-03-2018 წელს გვქონდა
„მკითხველთა კლუბის“ პირველი შეხვედრა. კლუბის წევრებს გავაცანი კლუბის მუშაობის მიზნები,
თემატიკა და წრის მეცადინეობის განრიგი. საუბარი გვქონდა მათ მოლოდინებზე საკლუბო მუშაობის
პერიოდში. მოსწავლეებმა დაწერეს თავიაანთი მოლოდინები ფერად წებოვან ფურცლებზე და მიამაგრეს
ფლიპჩარტზე- „ მოლოდინების მზე“- ზე. კლუბის მუშაობის დასრულების შემდეგ შევაჯამეთ,
როგორ განხორციელდა მათი მოლოდინები.
ასევე ჩავატარეთ გამოკითხვა მშობლებთან, რისი მოლოდინი აქვთ "მკითხველთა კლუბის" მუშაობის პერიოდში.
21-03-2018 წელს სსიპ
საგარეჯოს #3 საჯარო სკოლაში ჩატარდა
„მკითხველთა კლუბი“-ს მეორე შეხვედრა. მოსწავლეები
დავყავი ჯგუფებად,- კლასების მიხედვით, მოვიფიქრეთ
ჯგუფების სახელწოდებები: Iკლასი-ბარტყები,
II-კლასი-ბეღურები; III კლასი-გვირილები; IVკლასი-პრინცესები. მოსწავლეებმა წაიკითხეს ბიოგრაფუილი ტექსტი(მომზადებული
სლაიდი) -იაკიბ გიგებაშვილი „ბურჯი ეროვნებისა“. გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობას, ბევრი რამ გაიგეს მის მშობლებზე,
ოჯახზე , შემოქმედებაზე. ისაუბრეს დედაენის დღეზე. გაიმართა დისკუსია.
28-03-2018 წელს სსიპ
საგარეჯოს #3 საჯარო სკოლაში ჩატარდა
„მკითხველთა კლუბი“-ს მესამე შეხვედრა. წავიკითხეთ
-იაკიბ გიგებაშვილის მოთხრობები : I კლასი-კეთილი
ამხანაგები; II კლასი- „მელია სა თხა“; III
კლასი-„დათვის და გლეხის ამხანაგობა“;
IVკლასი-”მელია და წერო“; მოსწავლეები
კითხულობდნენ ჯგუფებში, შემდეგ კი მოხადა წაკითხული
მოთხრობების პრეზენტაცია. მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები. გაიმართა მკითხველთა თეატრი.
შეხვედრამ მეტად საინტერესოდ ჩაიარა.
04-04-2018 წელს სსიპ
საგარეჯოს #3 საჯარო სკოლაში ჩატარდა
„მკითხველთა კლუბი“-ს მეოთხე გასვლითი შეხვედრა. ვესტუმრეთ საგარეჯოს საბავშო ბიბლიოთეკას. მოსწავლეები გაწევრიანდნენ საბავშო ბიბლიოთეკაში. მათ ბიბლიოთეკარის დახმარებით,საინტერესო წიგნები გამოიტანეს წასაკითხად.
11-04-2018 წელს სსიპ
საგარეჯოს #3 საჯარო სკოლაში ჩატარდა
„მკითხველთა კლუბი“-ს მეხუთე შეხვედრა. მოსწავლეებმა
წაიკითხეს ბიოგრაფუილი ტექსტი(მომზადებული სლაიდი) -სულხან საბა ორბელიანი . გაეცნენ
სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრება-მოღვაწეობას,
გაიგეს მის მშობლებზე, ოჯახზე , შემოქმედებაზე. უპასუხეს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს. გაიმართა
დისკუსია.
18-04-2018 წელს სსიპ
საგარეჯოს #3 საჯარო სკოლაში ჩატარდა
„მკითხველთა კლუბი“-ს მეექვსეე შეხვედრა.
გავეცანით სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ -ს იგავებს. წავიკითხეთ იგავ-არაკები: I კლასი-„კუ
და მორიელი“; II კლასი- „ლომი და კატა“; III
კლასი-„ორი ძმა“; IVკლასი-”ენით დაკოდილი“; მოსწავლეები კითხულობდნენ ჯგუფებში, შემდეგ კი მოხადა წაკითხული მოთხრობების პრეზენტაცია.
მოსწავლეებს გავაცანი სტრატეგია -„ცხელი სკამი“, მათ ეს სტრატეგია ძალიან მოეწონათ,
ისინი აქტიურად ირგებდნენ სხვადასხვა პერსონაჟების როლებს და პასუხობდნენ შეკითხვებს.
ბოლოს მოსწავლეებმა დახატეს სხვადასხვა პერსონაჟები, მოაწყეს გამოფენა.
25-04-2018 წელს სსიპ
საგარეჯოს #3 საჯარო სკოლაში ჩატარდა
„მკითხველთა კლუბი“-ს მეშვიდე შეხვედრა.
კიდევ ერთი საინტერესო დღე. გავეცანით საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდს, „ მეფე დავით IV- აღმაშენებელი“ ს მეფობის პერიოდს-
წავიკთხეთ ისტორიული ჟანრის ნაწარმოები . მოსწავლეებმა იმსჯელეს პოლიტიკური მოღვაწის
როლზე ქვეყნის ისტორიაში. სურვილი გაუჩნდათ
უფრო მეტი წაკითხონ „მეფე დავით IV- აღმაშენებელი“-ს
ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ. გაიმართა დისკუსია.
02-05-2018 წელს სსიპ
საგარეჯოს #3 საჯარო სკოლაში ჩატარდა
„მკითხველთა კლუბი“-ს მერვე გასვლითი შეხვედრა. საბიბლიოთეკო კვირეულთან დაკავშირებით, 2 მაისს საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკის (საბავშვო განყოფილებამ) ქ. საგარეჯოს №3 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებთან მოაწყო შეხვედრა.
შეხვედრაზე ბავშვებს ბიბლიოთეკარმა ჩაუტარა ლექცია -საუბარი - თემაზე : „სულხან-საბა ორბელიანის ბავშვობა, ცხოვრება და მოღვაწეობა"
მოსწავლეებთან შეხვედრის მიზანია გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებისა და შემოქმედების გაცნობა ლექცია- საუბარის გზით.
შეხვედრაზე ბავშვებს ბიბლიოთეკარმა ჩაუტარა ლექცია -საუბარი - თემაზე : „სულხან-საბა ორბელიანის ბავშვობა, ცხოვრება და მოღვაწეობა"
მოსწავლეებთან შეხვედრის მიზანია გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებისა და შემოქმედების გაცნობა ლექცია- საუბარის გზით.
„მკითხველთა
კლუბი“-ს მეცხრე სამუშაო შეხვედრა შედგა
2018 წლის 10 მაისს
თემა: გავეცნოთ საქართველოს ისტორიას:- „თამარ მეფე “
კიდევ ერთი საინტერესო დღე. გავეცანით საქართველოს
ისტორიას „თამარ მეფის“ მეფობის პერიოდს- წავიკთხეთ ისტორიული ჟანრის
ნაწარმოები . მოსწავლეებმა იმსჯელეს პოლიტიკური მოღვაწის როლზე ქვეყნის ისტორიაში. სურვილი გაუჩნდათ უფრო მეტი წაკითხონ „ თამარ მეფის“
ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ. გაიმართა დისკუსია.
„მკითხველთა კლუბი“-ს მეათე სამუშაო შეხვედრა შედგა 2018 წლის 16 მაისს
თემა:
თბილისის დაარსება „მეფე ვახტანგ გორგასალი“
გაიმართა საუბარი
საქართველოს დედაქალაქის, თბილისის შესახებ,
წავიკითხეთ „ლეგენდა თბილისზე“, ვისაუბრეთ
პოლიტიკური მოღვაწის -ვახტანგ გორგასლის როლზე ქვეყნის ისტორიაში. სურვილი გაუჩნდათ უფრო მეტი წაკითხონ „ მეფე ვახტანგ გორგასალის“ ცხოვრების და მოღვაწეობის
შესახებ.
„მკითხველთა
კლუბი“-ს მეთერთმეტე სამუშაო შეხვედრა შედგა 2018 წლის 23 მაისს
თემა: კედლოს გაზეთის გაკეთება „ნაწყვეტი საქართველოს
ისტორიიდან“
კიდევ ერთი საინტერესო დღე. გავიხსენეთ და წავიკითხეთ
ისტორიული ჟანრის ნაწარმოები . მოსწავლეებმა იმსჯელეს პოლიტიკური მოღვაწეების როლზე
ქვეყნის ისტორიაში. სურვილი გაუჩნდათ უფრო
მეტი წაკითხონ „ საქართველოს ისტორიული პირების“ ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.
გაიმართა დისკუსია. მოიძიეს და დაწერეს საინტერესო
ინფორმაცია თავიაანთ საყვარელ ისტორიულ გმირებზე. შემდეგ კი გადაიტანეს კედლის გაზეთზე სახელწოდებით „ნაწყვეტი საქართველოს ისტორიიდან“.
„მკითხველთა
კლუბი“-ს მეთორმეტე სამუშაო შეხვედრა შედგა 2018 წლის 30 მაისს
თემა: დიდი წიგნების დამზადება
კიდევ ერთი საინტერესო დღე. წავიკითხეთ სკოლის
ბიბლიოთეკაში არსებული ”დიდი წიგნები“. მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ თვითონაც შეექმნათ ისინი. შევქმენით დიდი
წიგნები: „ მეგობრობა“, „ ზამთარი“, „ვინ სად ცხოვრობს“.მოსწავლეებმა სურათის მიხედვით გამოთქვეს ვარაუდები და მოიფიქრეს პატარა მოთხრობები[ „ მეგობრობა“, „ ზამთარი“, „ვინ სად
ცხოვრობს“] მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ მშობლები, მათი დახმარებით
მოიხატა დიდი წიგნის ყდა და ფურცლები. მოსწავლეებს
კი იმდენად აუმაღლდათ მოტივაცია, რომ სურვილი გამოთქვეს კიდევ შეექმნათ რამოდენიმე წიგნი.
„მკითხველთა
კლუბი“-ს მეცამეტე სამუშაო შეხვედრა შედგა 2018 წლის 6 ივნისს
თემა: საინფორმაციო
ტექსტის გაცნობა „გადაშენებული ცხოველები“- I - II კლასები; „ახალი კუნძული“- III-IV კლასი.
წავიკითხეთ საინფორმაციო ტექსტები: „გადაშენებული ცხოველები“
და „ახალი კუნძული“ .გაიმართა მსჯელობა, მოსწავლეებს
უამრავი შეკითხვა გაუჩნდათ, მოსწავლეთა ნაწილმა
თავად გასცა პასუხი თანატოლთა შეკითხვებს, ხოლო პასუხგაუცემელ კითხვებზე საშინაო დავალებად დაევალათ ინფორმაციის მოძიება.გაიმართა დისკუსია. ბოლოს კი შევაჯამეთ მეცამეთე შეხვედრა.
საგარეჯოს
#3 საჯარო სკოლაში 14-06-2018 წელს გვქონდა „მკითხველთა კლუბის“ შემაჯამებელი
შეხვედრა.
დღეს შევაჯამეთ ჩვენი საწრეო მუშაობა. მოსწავლეებმა შეავსეს გასასვლელი ბილეთები. მათ უნდათ, რომ მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდეს მომავალშიც. უყვართ კლასგარეშე სამუშაოები, ხალისით ასრულებენ ყველა დავალებას. ბოლოს
წინასწარ გამზადებულ ნახატზე ,,მოლოდინის მზე" , წებოვანი ფურცლებით მიაწერეს თავიანთი შეხედულებები და მოლოდინი,თუ რას ელიან მომავალში.